რეზონანსი
26.05.2025

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

„სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.

ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×