რეზონანსი
25.05.2025

მსხვერპლზე შეცდომით არ საუბრობენ, ეს მათი მიზანმიმართული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან სხვა სახის მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა"„ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციის მზადებაზე საუბრისას.

„სიმბოლურია ის, რომ 2011 წლის 26 მაისსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარბია ხალხი, ზოგი მოკლა, ზოგი დაჭრა, ზოგი ციხეში აწამა და ა.შ. ახლაც „ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით ისევ ემუქრება საზოგადოებას, არა ხელისუფლებაში მყოფი, მაგრამ მაინც, მსხვერპლით, ძალადობრივი აქციებით და ა.შ. ეს არის მათი ბუნება და სიმბოლო. ისინი ვერ იტანენ ვერც საქართველოს დამოუკიდებლობას, ვერც ქართულ ღირებულებას და ვერც იმ პრაქტიკულ სუვერენიტეტს, რომელიც ბოლო ორი- სამი წელია მოვიპოვეთ", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×