რეზონანსი
25.05.2025

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშაზე საჯაროდ მოშარდვა იყო სრულიად გამიზნული პროვოკაცია და ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე და მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში.

„Tbilisi Open Air"-ზე რუსეთის დროშაზე საჯაროდ დაფ***ა იყო სრულიად გამიზნული პროვოკაცია, რომლის ავტორებმაც მოძებნეს ვიღაც ბრიყვი შემსრულებელი და ალბათ კარგადაც გადაუხადეს ამ პერფორმანსში. მოკლედ, როგორც თავად ხედავთ ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე, მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში და იმედი აქვთ ამით მიაღწევენ მიზანს.

არ მგონია, რომ ამ ერთი ინციდენტის გამო რუსეთი რაიმე დესტრუქციულ ქმედებებზე წავიდეს ჩვენს წინააღმდეგ, დღეს საამისოდ არ სცალია, თუმცა გამორიცხული არაფერია. იმ საცოდავმა იკითხოს, რადგანაც შეიძლება იმ პერფორმანსში აღებული ფული გვერდზე დარჩეს და მოხმარებაც ვერ მოასწროს", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×