რეზონანსი
25.05.2025

ნიდერლანდები უკრაინაში ბოლო, 24-ე, F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავს 26 მაისს გაგზავნიან.

„ეს ნიშნავს, რომ 24-ვე დაპირებული მოიერიშე თვითმფრინავი მალე უკრაინაში იქნება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე თავდასხმებით აჩვენებს, რომ მას არ აქვს განზრახვა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სერიოზულად განიხილოს. ამიტომ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევა.

„ასევე ვამზადებთ პილოტებსა და ტექნიკოსებს და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სამხედრო დოქტრინებს, რათა უკრაინამ შეძლოს თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს შეესაბამება", - აღნიშნა რუბენ ბრეკელმანსმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×