რეზონანსი
25.05.2025

მადრიდის „რეალმა“ თავისი ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ განაცხადა. ესპანური გრანდის თავკაცის პოსტი კლუბის ყოფილმა მოთამაშემ ჩაბი ალონსომ დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც „რეალს“ გუშინ დაემშვიდობა.

სამწლიანი კონტრაქტი 2025 წლის 1 ივნისს ამოქმედდება. შესაბამისად, ალონსონ გუნდს უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წარუძღვება. ალონსოს წარდგენის ოფიციალური ცერემონია მადრიდში ხვალ გაიმართება.

ალონსო „რეალში“ 2009-2014 წლებში თამაშობდა. სამეფო კლუბთან მან მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული.

რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ალონსონმ ყველაზე დიდ წარმატებას მიუნხენის „ბაიერთან“ მიაღწია, რომელთანაც მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×