რეზონანსი
25.05.2025

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება. ხვალ დილიდან ათონელის და ფურცელაძის ქუჩები, ასევე ალექსანდრეს ბაღი და მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა სახის პროგრამით უმასპინძლებს სტუმრებს.

„ალექსანდრეს ბაღი და ათონელის ქუჩა დაეთმობა საბავშვო სივრცეებს, სადაც მთელი დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ქართული ანიმაციური ფილმები. ათონელის ქუჩაზე მოეწყობა სცენა, სადაც 12:00-ზე დაიწყება საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი. ხოვისა და ხაზინის ქუჩა დაეთმობა სპორტულ სივრცეს, ხოლო ფურცელაძის ქუჩა სამ განსხვავებული სივრცეს უმასპინძლებს: პირველი არის ღვინის სივრცე, სადაც მოეწყობა ღვინის ბარი და მეღვინე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საგამოფენო სივრცეში გამოფენილი იქნება ქართული ნაქარგები და სახელოვნებო სივრცეში მოეწყობა სცენა, გაიმართება საუბრები ხელოვნებაზე, შესრულდება სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები. ვეკუას ქუჩაზე თბილისის მერიის ორგანიზებით, მოეწყობა კვების სივრცე, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში გააფორმებს DJ. ღონისძიების კულმინაციად პრეზიდენტის სასახლის ეზოში 17:10 შესრულდება ჰიმნი“, - განაცხადა 26 მაისის ღონისძიებების კულტურის სამინისტროს ჯგუფის წარმომადგენელმა სალომე ხურცილავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×