რეზონანსი
25.05.2025

საქართველოში სომხეთის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საელჩო ელჩის განცხადებას ავრცელებს.

„გულითადად ვულოცავ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას!

ჩვენს ორ ხალხს ბევრი საერთო ღირებულება აკავშირებს, რომელთაგან ყველაზე ძვირფასი სამშობლოს სიყვარული და თვითმყოფადობის შენარჩუნებაა.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მოძმე საქართველოს და მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას ვუსურვებ!“, - აღნიშნულია აშოტ სმბატიანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×