რეზონანსი
24.05.2025

„ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რადიკალური ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას ერთობლივად მუშაობის რესურსი არ აქვს.

„ე.წ. ოპოზიციას ნულოვანი რესურსი აქვს. ვერ თანხმდებიან ვერცერთ საკითხზე. იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით [ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს] თუ გირაო ექნებოდა, უნდა გადაეხადათ თუ არა ეს თანხა. ამ ხალხს უნდა, ხელისუფლებაში მოვიდეს და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება? ეს ხალხი შეთანხმდება 11 მინისტრზე? ამიტომ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, რომ მათი მიზანი არა ქვეყნის მართვაა, არამედ, მათი მიზანია, უცხოელ პატრონებს დაუჯერონ და რასაც ისინი აკეთებინებენ უკრაინის ხელისუფლებას, იგივე გააკეთებინონ აქაც.

რომ ამბობენ, ჯამში ამდენი და ამდენი ხმა აიღო ოპოზიციამო, ახლა იმის ნახევარიც აღარ ექნებათ, რადგან მათ თავიანთი ამომრჩეველი „გადააგდეს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×