რეზონანსი
24.05.2025

გაეროს შტაბ ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენელი ჯონათან შრიერი დაესწრო. მან ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით და თითქმის ორნიშნა ზრდის ტემპით. ეს ნამდვილად გასაოცარია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე", - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონათან შრიერმა.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×