რეზონანსი
24.05.2025

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რადიკალური რესტრუქტურიზაცია დაიწყეს - შემცირდება საბჭოს მოცულობა და მისი ძალაუფლება გადაინაცვლებს სახელმწიფო და თავდაცვის უწყებებში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ NSC ზედმეტად ბიუროკრატიულია და სავსეა კადრებით, რომლებიც არ იზიარებენ პრეზიდენტის ხედვას. "ეს არის მარკოს ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ," - განუცხადა გამოცემა Axios-ს თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პერსონალი, დაახლოებით, 350-დან 175-მდე შემცირდება, ხოლო რუბიო დროებით ისევ გააგრძელებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობების შესრულებას.

ოფიციალურ ცნობებში ვკითხულობთ, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს უფრო მოქნილ მმართველობას - გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება უშუალოდ პრეზიდენტის ნებით და არა მრავალსაფეხურიანი ბიუროკრატიული რგოლების გავლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×