|

მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისს ვიყოთ ბევრი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველა უნდა დადგეს მის სადარაჯოზე.
„აპელაციაში ჩემი საქმის საჯარო განხილვაზე უარის თქმა ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დარღვევით ემსახურება ჩემს შემდგომ იზოლაციას. კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის. ადრე ხმას ახშობდნენ და გამოსახულებას ამახინჯებდნენ, ჩართვას ბევრჯერ წყვეტდნენ. ბოლო ხანებში საერთოდ ბოლომდე საინფორმაციო სივრცის გარეშე დამტოვეს. რამდენიმე დღის წინ „სასამართლომ“ უარი თქვა ჩემს ჩართვაზე და ახლა სააპელაციო ინსტანციამ საერთოდ უარი თქვა პროცესის ჩატარებაზე, რათა არ გამოვჩნდე. რაც მეტს აკეთებენ ამას, მით მეტი ხალხი მიჭერს მხარს. ინფორმაცია ამაზე ჩემამდე მაინც აღწევს და ხალხის უზომოდ მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის.
მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ ბევრი. 26-ში საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ – საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველანი უნდა დავდგეთ მის სადარაჯოზე!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|