|

2008 წლის ომამდე [სააკაშვილის ამერიკელი მრჩეველი დენ] კუნინი მოვიდა ჩემთან და მითხრა: ეს გიჟი ომის დაწყებას აპირებს და მიხედე თავს, იმიტომ, რომ რაღაც საშინელებას დაგვმართებს, - განაცხადა „იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას. მისივე თმით, ანალოგიური გაფრთხილება აშშ-ის იმდროინდელი ელჩისგანაც მოისმინა.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო ასეთი US-Georgia Business Development Council [აშშ-სა და საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭო] - ახლაც არის, რომელშიც მეც შევდიოდი, იმიტომ რომ თავდაცვა იყო ეს ჩემთვის. ამერიკის ელჩი ალბათ ახლაც არის ამ ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე. ამას წინათ ჩემმა დეიდაშვილმა გამახსენა - ისიც ბიზნესმენია, დაჭერილი იყო - ლევან გიგინეიშვილის ძმა, გიორგი გიგინეიშვილი. არ გახსოვსო, ერთ-ერთ შეხვედრაზე რომ ვიყავით ამერიკის ელჩი მოვიდა და გვითხრაო - თქვენ ყველანი დიდი ბიზნესმენები სხედხართ აქ, ყველას მიგესვლებათ იქ და შეგიძლიათ რაღაც გავლენა გქონდეთ და წადით, ის კაცი გააჩერეთ - აპირებს ომის დაწყებას. ეს ხდებოდა 2008 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე. შეიძლება ამ სიტყვებით არ უთქვამს - ომის დაწყებას აპირებსო, მაგრამ ის, რომ რაღაც საშიშროების წინაშე ხართ, ასე ლაპარაკობდა. და კუნინი ამის მერე წავიდა. ყველაფერი მიაგდო, შეიძლება რაღაც გაყიდა-გამოყიდა, მაგრამ ამის მერე წავიდა და იმის მერე საქართველოში მაინცდამაინც არ ჩამოდიოდა, მე მგონი ახლა დაიწყო ცოტა ხნის წინ ჩამოსვლა", - იხსენებს რუხაძე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|