რეზონანსი
20.05.2025

რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა. საბედნიეროდ მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. მათი ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა.

შემთხვევის გამო მოხდა ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა, რის გამოც ამ მომენტისთვის ბათუმი-თბილისის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.

წყარო: გურია ტვ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×