რეზონანსი
20.05.2025

ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ, რადგან საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა იმ პოლიტიკოსებზე საუბრისა განაცხადა, რომლებსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო დაეკისრათ.

მახაშვილის თქმით, ამ ადამიანებმა იციან, მათ ქმედებებს რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს და არჩევანი მათზეა.

„ამ ადამიანების გადასაწყვეტია, რა სტრატეგიას აირჩევენ და რა მიდგომა ექნებათ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ, რადგან საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება. ისინი ამ შედეგებისთვის თუ მზად არიან, ეს მათი არჩევანია, გადაიხდიან თუ არა გირაოს. ისინი კანონს არღვევენ და ამას გამართლება ვერ ექნება იმ მიზეზით, რომ ვინმეს მიმართ პროტესტს გამოხატავენ. კანონი არსებობს, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. მათ იციან, მათ ქმედებებს რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს და არჩევანი მათზეა", - განაცხადა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×