რეზონანსი
20.05.2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 14.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 741.3 მილიონ აშშ დოლარს - ზრდამ 15.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-აპრილში, 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - 914.3 მლნ. აშშ დოლარით, აშშ - 902.0 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი - 859.1 მლნ. აშშ დოლარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×