|

საჭირო იყო პასუხის გაცემა იმ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც აქტში იყო ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „მეგობარი აქტის" საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე საუბრისას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესი, რადგან ეს არის ინერციული პროცესი, რომელიც წინა ადმინისტრაციიდან მოჰყვება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. სწორედ ამ პროცესის გაჯანსაღება გვინდა ჩვენ და სწორედ ამიტომ იყო გაკეთებული. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ინტერესები და პრესტიჟი, ასევე გვსურს, რომ ეს ინერციული პროცესი გაჩერდეს და დაიწყოს ახალი პროცესი, რომელიც ურთიერთობების გაუმჯობესებას მოემსახურება", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|