რეზონანსი
18.05.2025

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, შედგება.

„პრეზიდენტი აქტიურად ურთიერთობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვადასხვა დონეზე, ველოდებით, შესაძლო, სატელეფონო საუბარს აშშ-ის პრეზიდენტთან, რადგან ყველა მზადაა აქტიური დიპლომატიური პერიოდისთვის, როდესაც აუცილებელია ომისა და მშვიდობის განხილვა სწორედ დიპლომატიის ინსტრუმენტებით, სადაც აშშ არის გლობალური შუამავალი", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრები ევროპაში ეძღვნება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან რაიმეზე შეთანხმება.

„ნამდვილად ვერ ვხედავ აქ რაიმე სცენარს იძულებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და სწორედ ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს პრეზიდენტი რუსეთზე ზეწოლის სასანქციო ინსტრუმენტებს", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ის ორშაბათს, 19 მაისს, ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაელაპარაკება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×