რეზონანსი
16.05.2025

თურქეთის ქალაქ სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.

უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელია, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

ამერიკული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და აშშ-ის ელჩი თურქეთში, ტომ ბარაკი. თურქულ მხარეს მოლაპარაკებებში წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი.

სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციასთან გამართავენ მოლაპარაკებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×