რეზონანსი
16.05.2025

თბილისში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატია. იმედი მაქვს, ეს ფორმატი უფრო მასშტაბურ ფორმატად განვითარდება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.

„ცოტა ხნის წინ, თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი. იმედი მაქვს, ეს ფორმატი განვითარდება უფრო მასშტაბურ და სრულყოფილ ფორმატად. ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა შეხვედრა თბილისში 17 აპრილს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×