რეზონანსი
16.05.2025

ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის გასულ ღამეს თბილისში "ამერიკულ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. 

არასრულწლოვანს ავარიის შემდეგ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, რასაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

მეორე არასრულწლოვანი ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობაც მძიმეა. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, 14 მაისს, მიკროავტობუსი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×