რეზონანსი
16.05.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველო მზადაა ახალი ნიშნულიდან დაიწყოს აშშ-სთან ურთიერთობა.

"დრო არის იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე საქართველოსთან დაკავშირებით დაიწყოს საუბარი, ვინაიდან ეს ჩვენი ხალხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან ყველა პლატფორმაზე გაკეთდა განცხადება, ბატონმა კობახიძემ საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჩვენ აბსოლუტურ მზადყოფნას გამოთქვათ ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, რომ ახალი ნიშნული დაიწყოს ეს ყველაფერი, ახალი გზამკვლევის მიხედვით მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×