რეზონანსი
15.05.2025

ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს-კვო, თუმცა სტატუს-კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - განაცხადა „იმედი LIVE-ში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.

„ჩვენ 4 წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს-კვო, თუმცა სტატუს-კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×