რეზონანსი
14.05.2025

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა.  14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "მთავარის" ინფორმაციით, მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად.

მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×