რეზონანსი
14.05.2025

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას და "ქართული ოცნების" მიერ ამავე პოსტზე არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილi კანდიდატის მხარდაჭერას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლობად აფასებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ ეს ქმედება ივანიშვილის რეჟიმმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული აქტივების გადასარჩენად განახორციელა. 

რა გააკეთეს, ზურაბ პოლოლიკაშვილის, ქართველი კაცის კანდიდატურა გამოითხოვეს იმისათვის, რომ როგორმე თავიანთი აქტივები გადაარჩინონ, რომლებიც დუბაიში აქვთ. ეს ხომ ცნობილია, რომ დუბაიში გადაიტანეს. ხშირად იმიტომ ჩადიან დუბაიში, რომ იქ შედარებით ლიბერალური ვითარებაა მათთვის და აქტივები იქ აქვთ. ასეთი ნაბიჯებით უნდათ, რომ იქაური მმართველების გული მოიგონ და ამას დაუქვემდებარეს საქართველოს ინტერესები. ქართველი კაცის არჩევა გენერალურ მდივნად მეტად საამაყო უნდა იყოს, ვიდრე სხვა ქვეყნის კანდიდატი. მათ აინტერესებთ, რომ როგორმე თავიანთი აქტივები გადაარჩინონ. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქტივების დიდი ნაწილი დუბაიში აქვთ განთავსებული". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

ეს ხდება იმ ფონზე, როცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის  საქართველოს ხელისუფლებამ თავად წარადგინა.

შეგახსენებთ, „ოცნების” მთავრობის მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის შესაძლო გაწვევისა და მის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციაThe Diplomat-მა გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×