რეზონანსი
14.05.2025

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ თა­ნამ­შრომ­ლის, 24 წლის შაკო ნა­თე­ნა­ძის ცე­მის საქ­მე­ზე ერთი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, მი­სი­ვე ასა­კის, ახალ­გაზ­რდა, გვა­რად, მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი. და­ნა­შა­უ­ლი გლ­დან­ში მოხ­და. შაკო ნა­თე­ნა­ძე კლი­ნი­კა­ში თა­ვის მძი­მე ტრავ­მე­ბით შე­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­მა სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ამ შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მელ­მაც ნა­თე­ნა­ძის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს ნა­თე­ნა­ძის ახ­ლობ­ლებ­მა, მას უბან­ში ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. შაკო ნა­თე­ნა­ძე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად 10 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იგი 13 მა­ისს დაკ­რძა­ლეს.

ახალგაზრდა კი, რო­მელ­მაც მას­ზე იძა­ლა­და, 7 მა­ისს და­ა­კა­ვეს.

"გარ­დაც­ვლი­ლი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ლობ­ლობ­დნენ, ბი­ჭე­ბიც ლა­მის ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობ­დნენ. რო­გორც ვიცი, იმ დღეს და­ლი­ეს, სუფ­რა­ზე მათ გარ­და იყ­ვნენ სხვე­ბიც. ზუს­ტად რა მოხ­და, უც­ნო­ბია, მაგ­რამ ბიჭი კლი­ნი­კა­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ფაქ­ტია, ბავ­შვი ასე სხვის ჩა­რევს გა­რე­შე ვერ და­შავ­დე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც შა­კოს თა­ვის სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. მას უკარ­გე­სი მშობ­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლებ­მაც კარ­გი შვი­ლე­ბი გა­ზარ­დეს, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და, ენით აღუ­წერ­ლად მძი­მე..." - უთხრა "ამბებს" ინფორმირებულმა წყარომ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×