რეზონანსი
14.05.2025

მიუხედავად სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მოახერხა რეგიონში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გავაძლიერეთ კანონის უზენაესობა, დავამკვიდრეთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები და შევქმენით ეფექტური მექანიზმები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყეტილებებით.

„მიუხედავად ამ თვალსაჩინო პროგრესისა, საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაწყდებით, წუხილს იწვევს და აზიანებს ნდობას. საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა წაახალისონ კონსტრუქციული თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და უნდა აღკვეთონ მათი პოლიტიკური იარაღად გამოყენება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×