რეზონანსი
14.05.2025

ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარას შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ბიბისი" წერს.

როგორც „ბიბისი" იუწყება, ეს არის სირიისა და აშშ-ის ლიდერებს შორის 2000 წლის შემდეგ პირველი შეხვედრაა.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და აჰმედ ალ-შარას შეხვედრას ონლაინ ფორმატში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი და საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ესწრებიან.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმნენ სირიაში. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასაად ალ-შიბანის შეფასებით, სირიისთვის სანქციების მოხსნა ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×