რეზონანსი
14.05.2025

ამ დრომდე ეძებენ მაშველები მტკვარში ჩავარდნილ მანქანას. ინციდენტი თბილისში, მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს მანქანაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ერთის პოვნა და წყლიდან ამოყვანა მალევე მოხერხდა.  შემთხვევა, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომლის ამოყვანაც მაშველებმა მალევე შეძლეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მათი ცნობით, სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით იგეგმება წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×