|

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ" მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ნორმები, რომლებიც უცხოელებს აღარ მისცემს საშუალებას ბოროტად გამოიყენონ თავშესაფრის სისტემა და ქვეყანაში დარჩნენ ხანგრძლივად. "საერთაშორისო დაცვის შესახებ" მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო. "საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ნორმები რომელიც აღარ მისცემს უცხოელებს საშუალებას ბოროტად გამოიყენონ თავშესაფრის სისტემა და ქვეყანაში დარჩნენ ხანგრძლივად, გარდა ამისა მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხებათ იმ უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში არღვევენ კანონს, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა სახდელის ახალი სახე - ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს სახდელი შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი ქმედებებისთვის როგორიც არის მაგალითად წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა,შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა და ქვეყანაში მოგზაურობის დადგენილი ვადების დარღვევა , გარდა ამისა მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსშიც - შემოდის სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან უცხოელის გაძევება მისი ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვა. კონკრეტული დანაშაულების მიხედვით განსაზღვრულია ვადები რა ვადებიც შეიძლება დაწესდეს იმ უცხოელების მიმართ რომლებიც ქვეყანაში ჩადიან დანაშაულს. ეს არის მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთის მხრივ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მეორეს მხრივ, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას", -განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|