რეზონანსი
13.05.2025

ფაქტობრივად პირველად აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ვაშინგტონისთვის მკაცრად, მაგრამ დელიკატურად ეთქვა დაგროვილი სათქმელი ორმხრივ ურთიერთობებზე, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს მიმართავს.

როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, აღნიშნულ წერილზე აშშ-ს ადმინისტრაციის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ინდიკატორი და მარკერი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

„ფაქტობრივად პირველად აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ვაშინგტონისთვის მკაცრად, მაგრამ დელიკატურად ეთქვა დაგროვილი სათქმელი ორმხრივ ურთიერთობებზე. აღნიშნული წერილის შინაარსი და პათოსი შესაძლოა სიურპრიზიც კი აღმოჩნდეს ოფიციალური ვაშინგტონისთვის, რომელიც აქამდე სხვა ტიპის ურთიერთობებს იყო მიჩვეული საქართველოსთან (ვაღიაროთ ჩვენც მიგვიძღვის ამაში წვლილი!) აღნიშნულ წერილზე აშშ-ს ადმინისტრაციის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ინდიკატორი და მარკერი, თუ რა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა“, - დაწერა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×