რეზონანსი
13.05.2025

დღეს, მესამე მოსმენით, კენჭი უნდა უყარონ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც, მმართველი გუნდის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" "მემკვიდრე პარტიებს" არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს. კანონპროექტის მიხედვით, მცირდება პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადაც.

"ის ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომელთა სურვილიც არის ქვეყანაში შფოთის დათესვა, აქ შუღლის გაღვივება, რომელთა მიზანსა და შემადგენელ ნაწილს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა წარმოადგენს, ბუნებრივია, მათი ადგილი არ არის პოლიტიკურ არენაზე და არც იმ პარტიების ადგილია, რომლებიც აფილირდებიან ამ დანაშაულებრივ პარტიებთან", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×