რეზონანსი
10.05.2025

დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად ოპოზიცია ფულს ხარჯავს.

„აშკარაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება. ისინი ამაში ხარჯავენ ფულს. რა თქმა უნდა, როდესაც იხარჯება ფული აქ ჩვენ მიზანი უნდა მოვძებნოთ და მიზანი არის თვითმმართველობის არჩევნები. აქაც ჩანს, რომ დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ცხადია, ჩვენ პროცესებს დაველოდებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×