რეზონანსი
10.05.2025

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, - ამის შესახებ განცხადებას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა დღეს, 15:35 საათზე, ინდოეთის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორს დაურეკა. შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე შეწყვეტდა ყველა სახის საბრძოლო მოქმედებას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე დღეს, ინდოეთის სტანდარტული დროით 17:00 საათიდან (თბილისის დროით 15:30 საათი)", - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკრამ მისრიმ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ცნობით, პაკისტანისა და ინდოეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ერთად იყო ჩართული.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყებენ", - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×