რეზონანსი
09.05.2025

საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას უსურვებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში.

„საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას. ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში", - აღნიშნავს პრემიერი.

კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×