რეზონანსი
09.05.2025

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა.

დედაქალაქის მერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი, ზიზღი. 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა. 80 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან, რაშიც დიდია საქართველოს წვლილი. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის წინაშე", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×