რეზონანსი
09.05.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ღონისძიებასთან დაკავშირებით მიწვევა მიიღო.

"სამიტი 16 მაისისთვის არის დაგეგმილი და დაგეგმილია ვიზიტი ამასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები. ვნახავთ ადგილზე, შეიძლება, გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ ლიდერებთან. რეალურად, ფორმატი თუ იცით, საგანგებო, ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად იმართება ხოლმე ამ ფორმატში, თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება. ამ შესაძლებლობით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვისარგებლებთ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×