რეზონანსი
09.05.2025

რუსთავში თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ცნობით, ერთმანეთს “ჰონდასა” და “მიცუბიშის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ჰონდას” მარკის ავტომობილი ამობრუნდა.

ავარიის დროს დაშავდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც  სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და უტარდება შესაბამისი კვლევები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×