რეზონანსი
08.05.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის მდივანი, სოზარ სუბარი შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებს ეხება.

„ძალიან თამამად შეუძლიათ გაყიდონ საქართველო, ჩართონ ომში, დაუწესონ ქვეყნისთვის დამღუპველი სანქციები ნებისმიერ ქვეყანას, რომელზეც გარედან მოვა ბრძანება. სამშობლო, ღმერთი, სარწმუნოება, ყველაფერი მათთვის უცხოეთმა ჩაანაცვლა და რომელიმე საელჩოს ნათქვამმა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე ისაუბრა, რომლებიც მხოლოდ გარე ძალების დავალებებს ასრულებენ.

„პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვყავს კასტა ადამიანებისა, რომელიც მოწყდა თავის სამშობლოს, სიტყვა სამშობლოსაც კი არ აღიარებენ და არიან გარკვეული ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×