რეზონანსი
08.05.2025

ბატონი გახარია საკმაოდ ადვილადვე ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას მორალური ბარიერები გადალახულ აქვს და ამ დროს ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.

„გახარიაზე ზედგამოჭრილია დუმბაძის სიტყვები, რომ „ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ მერე ადვილია ცხოვრება". ადამიანმა აღიარა, რომ უცხო ქვეყნების ელჩებთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან და მიატოვა პოლიტიკური გუნდი. სხვა ქვეყნის ელჩმა, ერთმა კონკრეტულმა უთხრა მას და გადადგა. ასეთი ადამიანი დღეს კიდევ პოლიტიკაში არის და ბედავს, რომ იყოს პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის ელჩის, რომელიც ჩვეულებრივი ბიუროკრატია, ამ უცხო ბიუროკრატის მითითებით მიდის თანამდებობიდან, ღალატობს პოლიტიკურ გუნდს, ეს არის ის მომენტი, როცა ადამიანი, რომელსაც შუბლის ძარღვის ფრაგმენტი მაინც დარჩენილი აქვს, ის პოლიტიკაში არ დარჩებოდა.

კიდევ ერთხელ, როდესაც ადამიანი შუბლის ძარღვს გაიწყვეტს მერე ცხოვრება ადვილია. ვხედავთ ბატონ გახარიას, საკმაოდ ადვილადვე ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას მორალური ბარიერები გადალახულ აქვს და ამ დროს ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×