რეზონანსი
08.05.2025

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გაააქტიურეს.

"ევროკომისიის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ "დიფ სთეითს" აქვს გავლენები შემორჩენილი არა მხოლოდ ამერიკის კონგრესში, მათ შორის ევროკომისიაში.

რაც შეეხება კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს - ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, რაც გვაკისრია, როგორ კანდიდატ სახელმწიფოს, ასევე ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ა.შ.

კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენ გვესმოდა ევროკავშირიდან, რომელიც იქნება მომავალში, უკავშირდება ერთადერთ რამეს - "დიფ სთეითის" დაპირისპირებას ჩვენს ხელისუფლებასთან, ერთადერთი მიზეზის გამო, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×