რეზონანსი
07.05.2025

სალომე ზურაბიშვილის გამოხტომები დაკავშირებულია „დიფ სთეითის“ ბრძანებებთან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობის“ როლი მინიმალურია და ცდილობენ, საზოგადოებაში დისონანსი შეიტანონ.

„ზურაბიშვილი და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ის პრეზიდენტია და რამის თუ თავი აქვს, ერთი ადამიანის შეწყალება დაწეროს და ვნახოთ, რა შედეგი ექნება. მერე რეალური გახდება, ეს ადამიანი ბაქიბუქობს თუ სიზმრებშია. 26 მაისის აღლუმის ჩაბარებაზე ლაპარაკობს და ვინმემ აუხსნას, რომ პრეზიდენტი აღარ არის. ვინც ტყუილშია, ეს მისი საქმეა. სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ზოგი პრეზიდენტია, ზოგი – გენერალური პროკურორი და ზოგიც – ნაპოლეონი. ამას ვინ დაუშლით. ამ კონტექსტში ცხოვრება სალომე ზურაბიშვილსაც შეუძლია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×