რეზონანსი
07.05.2025

გამოწვევებს რაც შეეხება, თქვენ ხედავთ, ბრძოლა ისევ გრძელდება ქვეყნის წინააღმდეგ. არის შემოტევები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით, შანტაჟისა და შემოტევების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„პირდაპირ არის მცდელობა, რომ მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით. დღეს უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე წლების წინ იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

ამ ყველაფრის მიუხედავად - მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება შანტაჟი, შემოტევები, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ქვეყანაში მშვიდობა პირველ რიგში. მშვიდობას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, რომელიც ძვირფასია ყველა პატრიოტი ადამიანისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×