რეზონანსი
07.05.2025

იმ პარტიების ადგილი, რომელიც იქნება აფილირებული კონკრეტულ აკრძალულ პარტიასთან, ბუნებრივია, ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში და ისინიც დაექვემდებარებიან აკრძალვას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

„მოხდება სათანადო სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არაერთია და საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა კიდევ ერთხელ საგამოძიებო კომისია ამ ყველაფერზე საკუთარ დასკვნას გააკეთებს. ის პარტიები, რომელიც იქნება აფილირებული კონკრეტულ აკრძალულ პარტიასთან, რომელსაც ექნება კონკრეტული მიზანი, იქნებიან ერთი და იგივე წევრები და ა.შ., ბუნებრივია, რომ მათი ადგილიც ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში და ისინიც დაექვემდებარებიან აკრძალვას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×