რეზონანსი
07.05.2025

პაკისტანის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაურის, ასიმ მუნირის განცხადებით, ინდოეთის გუშინდელ იერიშს 26 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მუნირმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პაკისტანი ინდოეთს თავდასხმის გამო უპასუხებს იმ დროს და იმ საშუალებებით, რასაც თავად აირჩევს.

ინდური მხარე, თავის მხრივ, იუწყება, რომ პაკისტანის ტერიტორიიდან განხორციელებულ საარტილერიო შეტევის დროს ინდოეთის 10 მოქალაქე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „სინდური“ დაიწყო. ოფიციალური განმარტებით, ოპერაციის მიზანია იმ ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებაა, რომლებმაც 22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტული თავდასხმა მოაწყეს, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×