რეზონანსი
06.05.2025

 ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა.

როგორც „როიტერი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამ პაკეტში გათვალისწინებულია ორმაგი დანიშნულების მქონე და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება.

ევროკომისია ასევე გეგმავს, სანქციები დაუწესოს 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ხუთი ჩინეთიდანაა. ასევე, 31 კომპანიას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან წვლილი მიუძღვით სანქციებისთვის თავის არიდებაში.

რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან" ბრძოლის ფარგლებში წარმოდგენილია წინადადებები, ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ 100-ზე მეტ ხომალდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×