რეზონანსი
06.05.2025

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გერმანიის პარლამენტმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი კანცლერად ხმის მიცემის მეორე ტურის შედეგად აირჩია.

მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.

შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში ჩატარებული კენჭისყრის პირველ ტურში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×