რეზონანსი
06.05.2025

ერთი დღე დარჩა ყრილობამდე, მოდი დაველოდოთ და ყველა ერთად ვნახავთ ყრილობის შედეგებს, ავირჩევთ თავმჯდომარეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე საუბრისას.

„ადამიანი, რომელიც არჩეული იქნება თავმჯდომარედ, იქნება ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი პარტიის თითოეული წევრისთვის და მხარდამჭერისთვის იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ნებისმიერი ადამიანი, პარტიის თავმჯდომარე იქნება თუ სხვა, ყველა ვართ რიგითი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის მოღვაწეობის პერიოდშიც საქართველო თავის უახლეს ისტორიაში არის დამოუკიდებელი ისე, როგორც არასდროს და ეს პოლიტიკა გაგრძელდება აუცილებლად“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×