რეზონანსი
06.05.2025

პირველი ინტერვიუ ახალციხეში  გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის  ოჯახთან - "ტვ პირველთან" ინტერვიუში მცირეწლოვანის ახლობელი ამბობს, რომ დატრიალებული ტრაგედიის გამო  შოკირებულები არიან.  ამბობენ, რომ ბავშვს ჯანმრთელობის  პრობლემა არასდროს ჰქონია. 

იხსენებენ, რომ დილით ის დედამ ბაღში დატოვა, რამდენიმე საათში კი ბაღიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მცირეწლოვანი გარდაცვლილი იყო. 

ახლა ყველა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ამ დოკუმენტით უნდა დადგინდეს, რა გახდა 2 წლის ბჭის გარდაცვალების მიზეზი.

,,ბავშვი იყო ჯანმრთელი, არაფერი აწუხებდა. არანაირი ტემპერატურა, არც ხველა, ენერგიით სავსე. 2 წლის ბავშვი ლამის 5 წლისას ჰგავს... წავიდა აბსოლუტურად ხალისით, ღიმილით. პედაგოგიც ამას ამბობს, მიირთვა საკვები, ითამაშა, რომ დააძინეს და მერე არ იციან რა მოხდა. 

ბავშვის დედამ გაიგო საღამოს, 16:30 საათზე, როცა ბაღიდან დამირეკეს. აღმზრდელებიც შოკირებულები არიან"- თქვა ოჯახის ახლობელმა. 

ორშაბათს, 5 მაისს ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

ეს მუხლი „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით მოსპობას“ გულისხმობს.

 გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×