რეზონანსი
06.05.2025

რეალურად, ეს არის უსამართლობის და შეიძლება ითქვას მტრობის აქტიც კი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი უსამართლო რიტორიკით საუბარი უშედეგოა.

„პრაქტიკულად ამ სამართლებრივ დოკუმენტზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გადმონაშთი ბაიდენის ადმინისტრაციისა და რომელიც ხელახლა იქნა დღის წესრიგში დაყენებული რამდენიმე კონგრესმენის მიერ, მათ შორის ცნობილი ჯო უილსონის მიერ. რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საქართველოს სახელმწიფოსთან მსგავსი დოკუმენტებით, მსგავსი უსამართლო რიტორიკით საუბარი აბსოლუტურად უშედეგოა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×