რეზონანსი
05.05.2025

5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განმარტებით, ბავშვი 2 წლისაა.

რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×